ანგარიში პროექტის ჩატარების შესახებ

განხორციელებული პროექტის ანგარიში
პროექტის სახელწოდება: პი რიცხვის საერთაშორისო დღე
კლასი: IV – XI
პროექტის განხორციელების ვადები: 1.03 – 15. 03
პროექტში მონაწილე მასწავლებლები: ნინო ჯანგველაძე, ნანა აბციაური, დეა გოგოლაძე, მარიამ ფირანიშვილი, მაია ჟიჟილაშვილი, მანანა გადელია (კოორდინატორი)
პროექტის მიზანი:
·         ურთიერთ თანამშრომლობის გაძლიერება მონაწილე მასწავლებლებს შორის.
·         პროექტში ჩართული ქვეყნების სკოლებს შორის კავშირის გაძლიერება
·         მაგიურ რიცხვ pi -ზე ცოდნის გაფართოება
·         საზოგადოებრიობის ერთობლივ საქმიანობაში ჩართვა
·         საგანმანათლებლო გამოცდილების გამდიდრება
პროექტი სიცოცხლისუნარიანია და წარმოადგენს პირველ ნაბიჯს განხორციელდეს სხვა ერთობლივი ღონისძიებები, რომელიც მიზნად ისახავს ახალი თვალით შევხედოთ მათემატიკის სილამაზეს.
კლასგარრეშე ღონისძიებებში მონაწილეობა მოსწავლეებს პი რიცხვის გამოყენების უნარს შესძენს. შეაფასებენ მის სილამაზეს და მნიშვნელობას მათემატიკაში.
რა ამოცანები გადაიჭრა
მისაღწევი შედეგები თავდაპირველი გეგმის მიხედვით: 2015 წლის მარტში სკოლაში დაისადგურებს მათემატიკური ატმოსფერო. მოსწავლეები მოამზადებენ რეფერატებს, ელექტრონულ პრეზენტაციებს ჯადოსნურო რიცხვის შესახებ, გააკეთებენ ნამუშევრების გამოფენას. დაამზადებენ პის სხვადასხვა მასალის გამოყენებით. შექმნიან ლექსს და ისაუბრებენ რიცხვის მნიშვნელობაზე.
რა რესურსები იქნა გამოყენებული: პროექტორი კომპიუტერი, ფორმატები ფერადი ფურცლები, მარკერი ბუშტები, სხვადასხვა საგნები რიცხვის გამოსახვისათვის: პლასტელინი ხე ნიჟარები.
პროექტის შედეგები:
განხორციელებული აქტივობები
·         ინფორმაციის  მოძიება, რეფერატის მომზადება, პრეზენტაციის მომზადება Power Point-ში
·         პლაკატების მომზადება
·         გსზეთის გამოშვება პი რიცხვის შემცველი ინფორმაციით
·         მხატვრილი ფილმის ჩვენება
·         პი რიცხვის აწყომა
·         ფრანების გაშვება პი რიცხვის გამოსახულებით
·         ნახატების გამოფენა
·         ლექსის შექმნა პი რიცხვზე
·         სხვადასხვა მასალისგან პი რიცხვის დამზადება
·         სიმღერა პი რიცხვზე
·         კლასებში პი რიცხვზე ინფორმაციის მიწოდება
·         მოსწავლეების დახმარებით პი რიცხვის გამოსახვა და რიცხვის მნიშვნელობის ჩვენება
·         პი რიცხვის საერთაშორისო დღის აღნიშვნა
აქტივობები განაწილებული იყო კვირის მანძილზე

დასკვნა/პროექტის მნიშვნელობა
გეგმით განსაზღვრული შედეგი მიღწეულია.
მოსწავლეთა ნამუშევარი მეტყველებენ იმაზე მათ შეძლეს ტექსტის ელექტრონული დამუშავება და პრეზენტაციის მომზადება Power Point-ში. სხვადასხვა მასალისგან დაამზადეს პი რიცხვი, შექმნეს ლექსი, მიუძღვნეს სიმღერა. შექმნეს ბლოგი http://pi2015-207.blogspot.com/
ღონისძიება დატვირთული იყო  მრავალფეროვანი აქტივობებით, რამაც საინტერესო და სახალისო გახადა პროექტი გამოიწვია სხვადასხვა კლასების მოსწავლეთა ჩართულობა, მოტივაციის ამაღლება.
ვიზუალური მასალა განთავსებულია ბლოგზე http://pi2015-207.blogspot.com/
ხელმოწერა: მანანა გადელია

Комментариев нет:

Отправить комментарий